კაჭარავა და ნიქაბაძე ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესოები არიან
კაჭარავა და ნიქაბაძე ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესოები არიან

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში „სამტრედიამ“ გასვლაზე ქობულეთის „შუქურა“ ანგარიშით 0:3 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ კი თბილისის „მერანის“ თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე აღიარეს, რომელმაც ცხრა შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის სიმბოლური გუნდიც დაასახელა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („გაგრა“)

მცველები: გიორგი ცერცვაძე („სამტრედია“), დაჩი ფოფხაძე („მერანი“), ილია ბერიაშვილი („თელავი“), დათო საჯაია („სამტრედია“)

ნახევარმცველები: გურამ სამუშია („სამტრედია“), თემურ შარაშენიძე („გურია“), ლუკა გუგუჩია („ზუგდიდი“), ირაკლი რუხაძე („თელავი“)

თავდამსხმელები: გიორგი ნიქაბაძე („მერანი“), იაგო დეისაძე („მერანი“).