კაჭარავა „ანორთოსისში“ ბრუნდება - ჯერ უცნობია, ნიკა კვიპროსზე დარჩება თუ ისევ იჯარით გაუშვებენ #1TVSPORT
პოლონურ მედიაში გავრცელებული ცნობა კვიპროსზეც დაადასტურეს – ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ბრუნდება. ბოლო ცნობებით, პოზნანის „ლეხი“, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იჯარით გაუშვეს, მისი გამოსყიდვის სურვილს არ ამჟღავნებს, რისი მიზეზიც ნიკას ტრავამ გამოდგა.
„ნიკა კაჭარავა ამ ზაფხულს ანორთოსისში ბრუნდება, პოზნანის „ლეხში“ მისი იჯარა მთავრდება და პოლონელები ფეხბურთელის სატრანსფერო უფლების რეალიზების სურვილს არ ავლენენ. ასე რომ, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც „ლედიში“ დაბრუნდება, 27 წლის ქართველი ფორვარდი იქნება. კაჭარავამ „ლეხში“ მხოლოდ შვიდი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, შუა სეზონში ტრავმა მიიღო,“ – წერს გამოცემა „ბალა“.
კვიპროსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ქართველი მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა – „ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას მომავალი გაურკვეველია. სწორედ ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, კაჭარავა „ანორთოსისში“ დარჩება თუ გუნდი თუ ისევ იჯარით გაუშვებს“.