კაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე იოჰანეს ბომ მოიგო | ბიატლონი
კაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე იოჰანეს ბომ მოიგო | ბიატლონი

​დღეს, ჩეხურ ქალაქ ნოვო-მესტოში, მიმდინარე მსოფლიო თასის მესამე ეტაპის დასკვნითი რბოლები იმართება.

უკვე იასპარეზეს კაცებმა მას-სტარტში 15 კმ-ზე, სადაც პირველობა კვლავ არავის დაუთმო ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე ფრანგი ფილონ მალეტი გავიდა, მესამე კი რუსი ევგენი გარანიჩევი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ქალებში 12.5კმ-ზე მას სტარტი გაიმართება და ამ რბოლით მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დასრულდება.