კაბო ვერდეს ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში ვენესუელა დაამარცხა #1TVSPORT
კაბო ვერდეს ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში ვენესუელა დაამარცხა #1TVSPORT

კალათბურთში გრძელდება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი. F ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, საინტერესო მატჩი გაიმართა ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებს შორის. დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრაში გამარჯვება კაბო ვერდეს დარჩა – 81:75.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ მეოთხედში წინ კაბო ვერდეს ნაკრები იყო, თუმცა მეორე მეოთხედში ვენესუელამ მეტოქეს მხოლოდ 9 ქულა ჩააგდებინა და ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგო.

მატჩის მეორე ნახევარში აფრიკული ქვეყნის ნაკრებმა რიტმის პოვნა მოახერხა, მესამე მეოთხედი 6 ქულით მოიგო, ხოლო უკანასკნელ მეოთხედში მეტოქეს 13 ქულით აჯობა.

კაბოვერდელთა რიგებში საუკეთესო იყო ბეტინო გომესი 22 ქულით. გუნდის ლიდერს, ედი ტავარეშს 6 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. საკუთარ გუნდს 20 ქულით დაეხმარა ვილი ტავარეში.

კაბო ვერდეს გამარჯვებით F ჯგუფიდან გასვლის შანსი საგრძნობლად გაეზარდა საქართველოს ნაკრებს. ილიას ზუროსის გუნდი თავის შეხვედრას დღეს, 15:30 საათზე სლოვენიასთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ჯგუფიდან ოფიციალურად გავა.