კააპო კაჰკონენმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა | ჰოკეი #1TVSPORT
კააპო კაჰკონენმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა | ჰოკეი #1TVSPORT

ნაციონალური ჰოკეის ლიგის შეხვედრაში ფინელმა გოლკიპერმა, კააპო კაჰკონენმა დიდი წვლილი შეიტანა „მინესოტას“ გამარჯვებაში „არიზონასთან“ (3:0).

24 წლის ფინელმა მიმდინარე სეზონზე მეორე შათაუტი შეასრულა. მან 31 შაიბის მოგერიება შეძლო და მატჩის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს.

ეს გამარჯვება კაჰკონენისთვის ზედიზედ მეცხრე გამოდგა. ნაციონალური ჰოკეის ლიგის ისტორიაში მასზე მეტჯერ ზედიზედ გამარჯვება მხოლოდ ოთხ ახალბედა გოლკიპერს აქვს: ბილ დერნანს, როჟე ბაშონს (10-10), ჯორჯ ჰეინსორტს ( 11) და როს ბრუქსს (12).

2020/2021 წლების სეზონზე ფინელ მეკარეს 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული. იგი საშუალოდ დარტყმების 92.7 პროცენტს იგერიებს.