„ჯვაროსნები“ ნიდერლანდებისთვის ემზადებიან - აზაროვს არ უვარჯიშია, დისკვალიფიცირებული კვირკველიაც ნაკრებთანაა #1TVSPORT
„ჯვაროსნები“ ნიდერლანდებისთვის ემზადებიან - აზაროვს არ უვარჯიშია, დისკვალიფიცირებული კვირკველიაც ნაკრებთანაა #1TVSPORT

ვილი სანიოლის გუნდი ენსხედეშია და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 4 ივნისს ენსხედეში საფეხბურთო კლუბ „დე ტუბანტერსის“ მოედანზე ივარჯიშა.

სულ 24-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მხოლოდ ირაკლი აზაროვი არ მონაწილეობდა. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა რუმინეთთან მიღებული წითელი ბარათის გამო 6 ივნისის ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი).

თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

ნიდერლანდები-საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.