ჯუზეპე როსიმ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა, თუმცა თავს დამნაშავედ არ თვლის
BENEVENTO, ITALY - MAY 12: Giuseppe Rossi of Genoa CFC stands disappointed during the serie A match between Benevento Calcio and Genoa CFC at Stadio Ciro Vigorito on May 12, 2018 in Benevento, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)
ჯუზეპე როსიმ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა, თუმცა თავად აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა. იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გამოდიოდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.
რამდენიმე თვის წინ, „ბენევენტოსთან“ წაგებული (0-1) მატჩის შემდეგ, როსი დოპინგზე შეამოწმეს და მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს.
საკითხს „იტალიის ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაცია“ (NADO) 1 ოქტომბერს განიხილავს, მანამდე კი ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.
„ამ მხრივ მე ყოველთვის სუფთა ვიყავი და ტესტის ასეთი შედეგი ალბათ იმის ბრალია, რომ აკრძალული ნივთიერება საკვებთან ერთად შემთხვევით მივიღე“, – ამბობს როსი.
31 წლის ფეხბურთელს მისი აგენტი, ანდრეა პასტორელოც უჭერს მხარს და აცხადებს, რომ როსის, გარდა ყვითელი ბარათების მიღებისა, სხვა დისციპლინარული პრობლემები არასოდეს ჰქონია.
კარიერის განმავლობაში ჯუზეპე როსის „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ვილიარეალსა“ და „ფიორენტინაში“ უთამაშია, იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი, 2008-2014 წლებში, 30 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.