ჯუზეპე ბერგომი - „რომა“ ცდილობდა კვარაცხელიას განეიტრალებას, „ნაპოლიმ“ სხვა გამოსავალი იპოვა #1TVSPORT
ჯუზეპე ბერგომი - „რომა“ ცდილობდა კვარაცხელიას განეიტრალებას, „ნაპოლიმ“ სხვა გამოსავალი იპოვა #1TVSPORT

Sky Calcio Show-სთან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯუზეპე ბერგომიმ „რომი“-„ნაპოლის“ მატჩი გაანალიზა და განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტიმ ჟოზე მოურინიოს აჯობა.

„დღეს „რომა“ ცდილობდა „ნაპოლის“ დათრგუნვას და სათამაშო უპირატესობის განეიტრალებას ისეთი ფეხბურთელების გამოთიშვის ხარჯზე, როგორებიც არიან ლობოტკა და კვარა. თუმცა, ნეაპოლელებმა სხვა გამოსავალი მოძებნეს – პოლიტანო შემოვიდა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სმოლინგმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა ამ გოლამდე, მოურინიო ნამდვილად მეტს ელოდა თავისი შემტევი მოთამაშეებისგან“, – ამბობს იტალიური ფეხბურთის ვეტერანი.

ჯუზეპე ბერგომი იტალიელი ფეხბურთის ლეგენდაა. მან მთელი კარიერა მილანის „ინტერში“ გაატარა, რომლის ფორმითაც 750-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 1982 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.