ჯუნიორ დოს სანტოსი მოსკოვში ბრძოლას ვეღარ გამართავს
ჯუნიორ დოს სანტოსი მოსკოვში ბრძოლას ვეღარ გამართავს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონის წევრი, ჯუნიორ დოს სანტოსი (21-6) 9 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილ საბრძოლო ღამეზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით ბრაზილიელ მებრძოლს ფეხში ინფექცია აქვს და ალექსანდრ ვოლკოვს 9 ნოემბრისთვის დაგეგმილ ორთაბრძოლაში ვერ დაუპირისპირდება.

უკანასკნელი ბრძოლა კი დოს სანტოსმა ფრენსის ნგანოსთან გამართა და მარცხი განიცადა.