judoinside - შეძლებს თუ არა ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვებას #1TVSPORT
judoinside - შეძლებს თუ არა ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვებას #1TVSPORT

„შეძლებს თუ არა ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვებას?“ – პრესტიჟულმა გამოცემამ, judoinside.com-მა ქართველ ძიუდოისტზე, ბექა ღვინიაშვილზე ვრცელი სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა.

„ბექა ღვინიაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ძიუდოისტი იყო. ჯერ კიდევ კადეტებში ასპარეზობისას, მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. შემდეგ ახალგაზრდებში ბექამ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ გაიმარჯვა. ღვინიაშვილი 2014 წლიდან ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატებზე უფროს ასაკში, მაგრამ რატომღაც მან ვერცერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ეს გასაკვირია, როდესაც გადავხედავთ მის მიღწევებს IJF-ის მსოფლიო ტურში, სადაც მან 10 ოქროს მედალი მოიპოვა, მათ შორის ძალიან პრესტიჟულ ტურნირებზე, როგორიცაა Osaka Grand Slam და IJF World Masters(ორგზის).

ბევრი ქართველი მსგავსად, ღვინიაშვილიც მრავალფეროვანი ძიუდოისტია. ბექამ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ყველამ იფიქრა, რომ ის საუკეთოსო ფორმის პიკს მიაღწევდა, იგი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან პირველ დაპირისპირებაში გამოვარდა. შემდეგ მან მოახერხა ბრინჯაოს მოპოვება ბაქოს გრან სლემზე.

ჯერჯერობით​, ღვინიაშვილისთვის 2022 წელი კარგად არ მიდის. მან წელს პარიზის გრანდ სლემზე მედალი ვერ მოიპოვა და ანტალიის გრან სლემზე პირველივე შეხვედრაში ტურნირს გამოეთიშა. თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ბექას შეუძლია შოკში ჩააგდოს ყველა და საბოლოოდ თავისი პირველი მედალი მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონატებზე“, – წერს judoinside.com.