ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დასახელდა.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) გამოთვლების თანახმად, „დორტმუნდის“ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 202 მილიონ ევროს შეადგენს.

რეიტინგში შესულია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ თითო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

TOP10 ასე გამოიყურება:

  1. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, დორტმუნდი) – 202 მლნ. ევრო
  2. ვინისიუსი (ბრაზილია, რეალი) – 201 მლნ
  3. კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ) – 185 მლნ
  4. პედრი (ესპანეთი, ბარსელონა) – 158 მლნ
  5. ჯამალ მუსიალა (გერმანია, ბაიერნი) – 151 მლნ
  6. ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, რეალი) – 123 მლნ
  7. რუბენ დიაში (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი) – 118 მლნ

8-9. იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, ლაიპციგი) – 110 მლნ

8-9. ფრენკი დე იონგი (ნიდერლანდები, ბარსელონა) – 110 მლნ

10. ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, ინტერი) – 99 მლნ