ჯუდ ბელინგემი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას გამორიცხავს #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას გამორიცხავს #1TVSPORT

გამოცემა El Gol Digital-ის ინფორმაციით, კრიზისში მყოფი „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა „რეალის“ ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი. ინგლისის ჩემპიონი მზად არის ფეხბურთელში 190 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ფეხბურთელი და არც მადრიდული კლუბი არ არიან მზად ამ წინადადების განსახილველად.

ჭორების მიუხედავად, ბელინგემმა ღიად გამოხატა კმაყოფილება „რეალში“ არსებული სიტუაციით და უარყო სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა. „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და გენერალურმა დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა დაადასტურეს, რომ ინგლისელი არ იყიდება.