ჯუდ ბელინგემი ინგლისში დაბრუნებას „რეალში“ გადასვლას ამჯობინებს #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი ინგლისში დაბრუნებას „რეალში“ გადასვლას ამჯობინებს #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ესპანეთის ჩემპიონის რიგებში მოხვედრა პრიორიტეტული ვარიანტია „დორტმუნდის“ ნახევარმცველისთვის, – იტყობინება გაზეთი AS-ი. ფეხბურთელს კარიერის ამ მიმართულებით განვითარება ურჩევნია ინგლისში დაბრუნებას, სადაც მასზე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“.

თავის დროზე, ბელინგემი „ბირმინგემიდან“ „დორტმუნდში“ გადასვლას დათანხმდა, რადგან მიიჩნია, რომ საზღვარგარეთ მას კარიერის განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, ვიდრე სამშობლოში. ამ მხრივ, ნახევარმცველის აზრი არ შეცვლილა.

ფეხბურთელის თანხმობა გაამარტივებს „რეალში“ ტრანსფერის პროცესს – მადრიდელებს არ მოუწევთ სხვა კლუბებთან ბრძოლაში ჩართვა, რომლებიც გაცილებით დიდი თანხების დახარჯვას აპირებენ. თუმცა, მადრიდელებს მაინც მოუწევთ დაახლოებით 120 მილიონი ევროს გადახდა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ბელინგემმა 15 მატჩში სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.