ჯუდ ბელინგემი არჩევანს „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის გააკეთებს #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი არჩევანს „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის გააკეთებს #1TVSPORT

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა იცის ბევრი ევროპული კლუბის მხრიდან მის მიმართ დაინტერესების შესახებ. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უპირატესობას „ლივერპულს“ ანიჭებს, მაგრამ საბოლოოდ არ არის დარწმუნებული, რომ ინგლისურ კლუბში გადავა. დიდი ალბათობით, მას არჩევანის გაკეთება მოუწევს „ლივერპულსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის.

ამ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა რვა მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.