2018-2019 წლების სეზონს ნიუ ორლეან პელიკანსისთვის წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კარგი სტარტის შემდეგ, გუნდმა არასტაბილური კალათბურთის თამაში დაიწყო და დასავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
რეგულარულში ნიუ ორლეანსს კიდევ ექვსი შეხვედრა დარჩა გასამართი. ამ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის გამთამაშებელი ჯრუ ჰოლიდეი, რომელმაც ოპერაცია ჩაიტარა და მისთვის სეზონი დასრულებულია. ჰოლიდეის საშუალება ექნება, რეაბილიტაციის პროცესი მშვიდ გარემოში გაიაროს და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყოს.