ჯოზეფ ბორელი - ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე
ჯოზეფ ბორელი - ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე

ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში იულია ნავალნაიასთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

ალექსეი ნავალნის მეუღლე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.

„ჩვენ ღრმა სამძიმარი გამოვუცხადეთ იულია ნავალნაიას. ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე. როგორც იულიამ თქვა, პუტინი არ არის რუსეთი. რუსეთი არ არის პუტინი. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“, – წერს ბორელი.