ჯოზეფ ბორელი - თესალონიკში დასავლეთ ბალკანეთს ევროპულ მომავალს შევპირდით, ზოგი წარმატებას მიაღწევს, ზოგი კი ვერა
ჯოზეფ ბორელი - თესალონიკში დასავლეთ ბალკანეთს ევროპულ მომავალს შევპირდით, ზოგი წარმატებას მიაღწევს, ზოგი კი ვერა

თესალონიკში ჩვენ შევპირდით დასავლეთ ბალკანეთს ევროპულ მომავალს, ზოგი წარმატებას მიაღწევს, ზოგი კი ვერა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ბორელმა თქვა, რომ უკრაინა ევროპული კულტურაა და ევროკავშირს შეუძლია გაფართოება.

„უკრაინა თავისი ღირებულებებით, კულტურითა და ისტორიით უკვე ემზადებოდა ერთ დღეს ევროპასთან შესაერთებლად რეფორმების გზით, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა. თესალონიკში ჩვენ შევპირდით დასავლეთ ბალკანეთს ევროპულ მომავალს. ზოგი წარმატებას მიაღწევს, ზოგი კი ვერა. რა მოხდებოდა, თუ ჩვენ იმავეს გავაკეთებდით უკრაინისთვის?“, – აღნიშნა ბორელმა.

დატოვე კომენტარი