ჯოზეფ ბორელი - დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ, ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით
ჯოზეფ ბორელი - დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ, ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით

დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ, ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერში“ წერს.

ბორელი კომენტარს აკეთებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შესახებ. ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით“, – წერს ბორელი.