ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად ახალი შეხვედრა, შესაძლოა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის კვირეულზე გაიმართოს
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად ახალი შეხვედრა, შესაძლოა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის კვირეულზე გაიმართოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა უკრაინაში მშვიდობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბორელმა ესპანეთის ქალაქ სანტანდერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად ახალი შეხვედრა, შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის კვირეულზე გაიმართოს.

„ამის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ეს რუსეთმა დაიწყო და რუსეთმა უნდა დაასრულოს“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

მანამდე Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, სექტემბერში ნიუ იორკში ჩავიდეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის კვირეულის ღონისძიებებზე დასასწრებად, სადაც „მშვიდობის ფორმულის“ ათპუნქტიან გეგმას წარადგენს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლადაა შექმნილი.