ჯოვინო „როტორში“ გადავიდა - ტრანსფერი ისევ ბათუმელებს ეკუთვნით
ჯოვინო „როტორში“ გადავიდა - ტრანსფერი ისევ ბათუმელებს ეკუთვნით

ბათუმის „დინამოს“ შემტევი ჯოვინო ფლამარიონი ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხა – ინფორმაცია რუსული პრემიერლიგის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მოსალოდნელი ხანგრძლივი ხელშეკრულების ნაცვლად, 24 წლის ბრაზილიელმა მოთამაშემ ვოლგოგრადულ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა – ტრანსფერი ისევ ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის, გუნდებს შორის კი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა.

ჯოვინო ფლამარიონი

პოზიცია: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 1996 წლის 30 ივლისი (24 წლის)

სიმაღლე: 171 სმ, წონა: 71 კგ

წინა კლუბი: დინამო (ბათუმი)

ბრაზილიელი „პალმეირას“ აღზრდილია. თამაშობდა „სან-პაულოს“ 19 წლამდელთა გუნდში, საიდანაც ჩერნოგორიის საფეხბურთო კლუბ „ლოვსენში“ გადავიდა. ექვსი თვის შემდეგ კი ხელშეკრულება ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა.

გასულ წელს იგი დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, რომელმაც 30 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ამ სეზონში რვა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.