ჯოვანი ელბერი - „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშით მსოფლიოში საუკეთესო ვერ გახდები
ჯოვანი ელბერი - „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშით მსოფლიოში საუკეთესო ვერ გახდები

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ელბერი თვლის, რომ „ბარსელობამ“ ნეიმარი არ უნდა დააბრუნოს. მისი აზრით, ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს ცუდად მოექცა, რაც არ ეპატიება.

„არა, „ბარსელონამ“ ნეიმარი არ უნდა დააბრუნოს. ის ძალიან ცუდად მოექცა კლუბს. რომ მიდიოდა, ასე თქვა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდეო. ღმერთო ჩემო, ნუთუ შესაძლებელია მსოფლიოში საუკეთესო გახდე „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშით?“ – მოჰყავს ელბერის სიტყვები ესპანურ რადიო „კადენა სერს“. – „ამისთვის ან „რეალ მადრიდში“ უნდა იყო ან „ბარსელონაში“, ანუ ისეთ გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.