ჯოშუასა და უსიკის რევანში 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება #1TVSPORT
ჯოშუასა და უსიკის რევანში 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება #1TVSPORT

ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა გამოაცხადა – როდის შეიძლება გაიმართოს რევანში ბრიტანელ ენტონი ჯოშუასა და უკრაინელ ალექსანდრ უსიკს შორის.

სექტემბრის დასაწყისში უსიკმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ჯოშუა და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა WBA-ს, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის ვერსიებით.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საქმიანი შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, რევანში 2022 წლის მარტში ან აპრილში გაიმართება.

უსიკს სერიოზული ჭრილობა ჰქონდა, თან ის სამშობლოში აგრძელებს ზეიმს. ჩემი აზრით, ისინი დეკემბრამდე დაისვენებენ, შემდეგ კი დავიწყებთ მეორე ორთაბრძოლის დაგეგმვას“, – მოჰყავს ჰირნის სიტყვები სტრიმინგ-სერვის DAZN-ს.