ჯოშუასა და უსიკის ბრძოლაზე კონტრაქტი გაფორმებულია #1TVSPORT
LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 23: Anthony Joshua and Oleksandr Usyk face off during a Press Conference ahead of the heavyweight fight between Anthony Joshua and Oleksandr Usyk at Tottenham Hotspur Stadium on September 23, 2021 in London, England. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა გამოაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება WBA-ს, IBF-ის, WBO-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონის ალექსანდრ უსიკის გუნდთან მატჩ-რევანშის გამართვის თაობაზე. დასადგენია მხოლოდ ბრძოლის ჩატარების ადგილი და თარიღი.
ჰირნის სიტყვებით, მას მეორე ბრძოლის ორგანიზება დიდ ბრიტანეთში სურს, ხოლო თარიღად მაისს მოიაზრებს.
„მინდა, რომ ეს ბრძოლა დიდ ბრიტანეთში გაიმართოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უსიკი ასევე იტყვის თავის სიტყვას. ისინი მოისურვებენ ბრძოლის ჩატარებას იქ, სადაც უფრო მეტი თანხის გამომუშავება იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, მაისი ამ ბრძოლისთვის შესაფერისი თვეა.
კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. უბრალოდ, საჭიროა ჩატარების ადგილისა და თარიღის დადგენა. ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ჰირნმა.