ჯოშუას პრომოუტერი - გვინდა, რომ ენტონისა და ჯოშუას ორთაბრძოლა წელს გაიმართოს
ჯოშუას პრომოუტერი - გვინდა, რომ ენტონისა და ჯოშუას ორთაბრძოლა წელს გაიმართოს

ჯოშუასა და ფიურის ორთაბრძოლის შესახებ მოლაპარაკებები არ წყდება და ჯოშუას პრომოუტერის განცხადებით, თანამედროვე კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში, დიდ ბრიტანეთში მოხდება.

ჯოშუამ IBF, WBA და WBO ტიტულები ჯერ კუბრატ პულევის წინააღმდეგ 2020 წლის 20 ივნისს, ტოტენჰემში უნდა დაიცვას. ერთი თვის შემდეგ კი დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის მესამე ორთაბრძოლა გაიმართება.

„ფიური და უაილდერი ივლისში იბრძოლებენ, ჩვენ კი ივნისში, – ციტირებს ჯოშუას პრომოუტერის ედი ჰერნის სიტყვებს Sky Sports News. – ჩვენი მოლაპარაკებების მიზანია, რომ ჯოშუასა და ფიურის ბრძოლა ამ წლის დეკემბერში მოესწროს.“