ჯოშუამ ფიურის გამოწვევას უპასუხა
ჯოშუამ ფიურის გამოწვევას უპასუხა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა მოკრივემ ენტონი ჯოშუამ, საკუთარი თანამემამულის, ტაისონ ფიურის გამოწვევას უპასუხა და მასთან ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა. ჯოშუას თქმით, ის სიამოვნებით გავიდოდა რინგზე ტაისონ ფიურისთან ან დეონტე ვაელდერთან ორთაბრძოლის გასამართად. შეგახსნებთ, რომ ტაისონ ფიურიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დეონტე ვაელდერთან ბრძოლა ფრედ დაასრულა, საკუთარ მომდევნო ოპონენტად თანამემამულე ენტონი ჯოშუა ისურვა.

ჯოშუას განცხადებას ​ვაელდერის მენეჯერი, შელი ფინკელი გამოეხმაურა: – „ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ ამ ჩხუბში. თუ მას სურს, რომ პროფესიონალი იყოს და ყველაფერი პირად საუბარში გადაწყდეს, მე ამისთვის ღია ვარ, ხოლო თუ ის მხოლოდ ფურცლებიდან იმუქრება, მე ამ თემის განხილვის არანარი სურვილი არ მაქვს“.

თუმცა მანამდე კრივის სამყარო აქტიურად საუბრობს ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის განმეორებით დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა 2019 წლის მარტში გაიმართოს.