ჯოშუამ და ფიურიმ სატიტულო ბრძოლის პირობები შეათანხმეს #1TVSPORT
ჯოშუამ და ფიურიმ სატიტულო ბრძოლის პირობები შეათანხმეს #1TVSPORT

ცნობილმა მენეჯერმა, პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ ბრიტანელმა მძიმეწონოსნებმა ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ შეათანხმეს სატიტულო ბრძოლის პირობები.

იტყობინებიან, რომ მხარეებმა ყველა საკითზე მოილაპარაკეს. ისინი მალე მოაწერენ ხელს კონტრაქტს და ბრძოლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ჯოშუამ და ფიურიმ მოილაპარაკეს 2021 წელს სატიტულო ბრძოლაზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს.

2020 წლის 12 დეკემბერს, 31 წლის ჯოშუამ WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულები დაიცვა ბულგარელი კუბრატ პულევის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ. ბრიტანელს კარიერაში 24 მოგება (22 – ნოკაუტით) და ერთი წაგება აქვს.

32 წლის ფიურის ანგარიშზე 30 მოგება და ერთი ფრეა.