ჯოშუა-რუისის რევანში ნოემბერის ბოლოს იგეგმება
ჯოშუა-რუისის რევანში ნოემბერის ბოლოს იგეგმება

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში რევანში ბრიტანელ ენტონი ჯოშუასა და მექსიკელ ენდი რუისს შორის ნიუ იორკში გაიმართება, – ამის შესახებ დაწერა „ვორლდ ბოქსინგ ნიუსმა“ (World Boxing News).

წყაროს ცნობით, საპასუხო ორთაბრძოლა იმავე არენაზე გაიმართება, რომელზეც პირველი შეხვედრა შედგა – „მედისონ სკვერ გარდენში“.

უფრო ადრე ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ განიხილება ბრძოლის ჩატარების ორი თარიღი – 29 ნოემბერი და 14 დეკემბერი. ასევე იტყობინებიან, რომ პრომოუტერებმა არ მოისურვეს ბრძოლის დეკემბერში გამართვა.

სამუშაო თარიღად სახელდება 29-30 ნოემბერი.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში რუისმა ნოკაუტში გაუშვა ბრიტანელი ჯოშუა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ოთხი ძირითადი ვერსიით. ბრძოლის შემდეგ, ჯოშუას გუნდმა გაააქტიურა მექსიკელთან რევანშის პუნქტი.