ჯოშუა და პოლი დეკემბერში იჩხუბებენ #1TVSPORT

09:02, 30.11.2025

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ასრულებს შეთანხმებას ბრძოლის ჩატარებაზე ბლოგერ ჯეიკ პოლთან, – იტყობინება ბრიტანული პრესა.

შეხვედრა მომავალ თვეს მაიამიში უნდა ჩატარდეს. ბრძოლის ტრანსლირება Netflix-ის პირდაპირ ეთერში მოხდება.

36 წლის ჯოშუა (28-4-0) რინგზე 2024 წლის სექტემბრის შემდეგ არ ყოფილა, როცა ნოკაუტით დამარცხდა დანიელ დუბუასთან. 28 წლის პოლმა (12-1) ივნისში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ხულიო სესარ ჩავესს მოუგო.

მსგავსი