ჯოშუა და ფიური აგვისტოში საუდის არაბეთში იჩხუბებენ #1TVSPORT
ჯოშუა და ფიური აგვისტოში საუდის არაბეთში იჩხუბებენ #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლა ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის შორის საუდის არაბეთში 7 ან 14 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა Sky Sports-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრიტანელმა მოკრივეებმა ორი ბრძოლის ჩატარებაზე გააფორმეს კონტრაქტი.

31 წლის ფიური პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია – მან 31-დან 30 ბრძოლა (21 – ნოკაუტით) მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. 31 წლის ჯოშუას ანგარიშზეა 24 მოგება (22 – ნოკაუტით) და ერთი მარცხი. ფიური ფლობს WBC-ის საჩემპიონო ქამარს, ჯოშუას ეკუთვნის ტიტულები WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით.