ჯოშუა ალექსანდრ უსიკს 180 დღის განმავლობაში უნდა შეხვდეს
ჯოშუა ალექსანდრ უსიკს 180 დღის განმავლობაში უნდა შეხვდეს

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ენდი რუისის დამარცხების შემდეგ დაიბრუნა WBA-ის, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები. ბრძოლის შემდეგ რამდენიმე საათში ჯოშუას ვალდებულებები შეახსენეს.

WBO-ის პრეზიდენტმა პაკო ვალკარსელმა განაცხადა, ბრიტანელი უნდა შეხვდეს ამ ორგანიზაციის აუცილებელ პრეტენდენტს, უკრაინელ ალექსანდრ უსიკს.

„ბრძოლა საუდის არაბეთში დასრულდა. იწყება ვალდებულებების ბრძოლა. WBO-დან აუცილებელი პრეტენდენტია ალექსანდრ უსიკი. ბრძოლა უახლოესი 180 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს“, – დაწერა ვალკარსელმა თავის „ტვიტერში“.