ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსის“ თამაში გააკრიტიკა
ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსის“ თამაში გააკრიტიკა

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ლაციოს“ წინააღმდეგ​, ​თავისი გუნდის თამაში გააკრიტიკა. გამოცდილი მცველის აზრით, „იუვენტუსმა“ წლევანდელ სეზონში ყველაზე ცუდი ტაიმნახევარი ჩაატარა.

„60 წუთის განმავლობაში ყველაზე ცუდი „იუვენტუსი“ ვიხილეთ, თუმცა, მთავარი გამარჯვება იყო. შეცდომებზე მუშაობა გვმართებს. წინ არის იტალიის თასი მატჩი, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფ „ატალანტას“ უნდა შევხვდეთ“, – განაცხადა კიელინიმ.

იუვენეტუსმა“ „ლაციოს“ 2:1 მოუგო, 59 ქულა დააგროვა და „ნაპოლისთან“ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა.

ტურინელები ოთხშაბათს, იტალიის თასის 1/4 ფინალში, „ატალანტას“ სტუმრად შეხვდებიან.