ჯორჯო კიელინი - გვარდიოლამ იტალიური დაცვითი ფეხბურთი დაანგრია
ჯორჯო კიელინი - გვარდიოლამ იტალიური დაცვითი ფეხბურთი დაანგრია

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველს ჯორჯო კიელინის მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას თამაშისადმი მიდგომამ დაანგრია დაცვის იტალიური სკოლა.

კიელინის სიტყვებით, იტალიელი მწვრთნელები გვარდიოლას გუნდების თამაშის სტილის კოპირებას ცდილობდნენ.

„გვარდიოლამ გაანადგურა იტალიური დაცვითი ფეხბურთი, ეს არის ფანტასტიკური მწვრთნელი და იტალიელი სპეციალისტები რატომღაც ცდილობდნენ მის კოპირებას, არადა არ გააჩნდათ იგივე თვისებები.

ამიტომაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში საკუთარი იდენტობა დავკარგეთ. ჩვენს სტილს განსაზღვრავდნენ მალდინი, ბარეზი, კანავარო, ბერგომი… ხოლო ახლა, იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც 1984-დან 1995 წლამდე დაიბადნენ, მხოლოდ ბონუჩი გვყავს. რამდენიმე წელიწადში კარგი მცველები აღარ გვეყოლება. იმედია, შევძლებთ იტალიური ფეხბურთის აღორძინებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრა – ამ პრობლემის შედეგია”,- ამბობს Daily Mail-თან კომენტარში კიელინი.