ჯორჯინიო ვეინალდუმმა „რომას“ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა #1TVSPORT
ჯორჯინიო ვეინალდუმმა „რომას“ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

„რომას“ ფეხბურთელმა ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, თუმცა აღდგენითი პროცესის ვადები ჯერ ცნობილი არ არის. წერენ, რომ ნიდერლანდელი მოასწრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგომას.

ვეინალდუმი ზაფხულში იჯარით შეუერთდა „რომას“ „პარი სენ-ჟერმენში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ.