ჯორჯინიო ვაინალდუმი კარიერას საუდის არაბეთის გუნდში, „ალ იტიჰადში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჯორჯინიო ვაინალდუმი ასპარეზობას საუდის არაბეთის გუნდ „ალ იტიჰადში“ გააგრძელებს.
ნახევარმცველი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ვადაც 2027 წლის ზაფხულში იწურება.
მანამდე, 2023 წლიდან მოყოლებული, ვაინალდუმი ასევე არაბულ გუნდს, „ალ-იტიფაქს“ წარმოადგენდა, წარსულში კი ისეთი ცნობილი გუნდების რიგებში უთამაშია, როგორებიცაა: „ფეიენოორდი“, „ნიუკასლ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რომა“.
35 წლის ვაინალდუმს ნიდერლანდების ნაკრებში 96 მატჩი აქვს ჩატარებული და 28 გოლი გატანილი.