ჯორჯია მელონი - დადებითად ვაფასებ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება არსებობს, მაგრამ თუ დეტალებს არ ვნახავ, ვერ შევძლებ მის სათანადო შეფასებას
ჯორჯია მელონი - დადებითად ვაფასებ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება არსებობს, მაგრამ თუ დეტალებს არ ვნახავ, ვერ შევძლებ მის სათანადო შეფასებას

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება დადებითი ნაბიჯია.

„მე დადებითად ვაფასებ იმას, რომ შეთანხმება არსებობს, მაგრამ თუ დეტალებს არ ვნახავ, ვერ შევძლებ მის სათანადო შეფასებას“, – აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიაღწიეს სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც მოიცავს 15-პროცენტიან ტარიფს აშშ-ში შესულ საქონელზე ევროკავშირიდან.