ჯორჯი და ანტენტოკუნმპო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) თვის მოთამაშეები არიან

14:30, 03.03.2019

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თებერვლის ლაურეატები გამოავლინა.

გასული თვის საუკეთესო მოთამაშე აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო გახდა, რომლის საშუალო სტატისტიკა იყო – 30.6 ქულა, 12.6 მოხსნა, 6.0 გადაცემა და 1.6 დაფარება.

დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ოკლაჰომას“ ფორვარდი პოლ ჯორჯი. თებერვალში მისი სტატისტიკა შეადგენდა 35.0 ქულას, 8.4 მოხსნას, 5.4 გადაცემასა და 2.1 ჩაჭრას.

გასულ თვეში საუკეთესო ახალბედები გახდნენ: აღმოსავლეთში „ატლანტას“ გამთამაშებელი ტრეი იანგი (24.3 ქულა, 9.3 გადაცემა, 4.3 მოხსნა) და დასავლეთში „დალასის“ ფორვარდი ლუკა დონჩიჩი (24.4 ქულა, 9.4 მოხსნა, 7.4 გადაცემა).

რაც შეეხება თებერვლის საუკეთესო მწვრთნელებს, ესენი არიან: აღმოსავლეთში მაიკ ბუდენჰოლცერი („მილუოკი“) და დასავლეთში ტერი სტოტსი („პორტლენდი“).

მსგავსი