ჯორჯ ვეას შვილმა აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა
ჯორჯ ვეას შვილმა აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და 14 მერვედფინალისტი უკვე გარკვეულია. ბოლოს ეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა შეძლო, რომელმაც 1-0 დაამარცხა ყატარი. აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ლეგენდარული ლიბერიელი ფეხბურთელის, ჯორჯ ვეას ვაჟმა, ტიმოთი ვეამ გაიტანა.

მერვედფინალში ამერიკელების მეტოქე საფრანგეთის ან მალის ნაკრები იქნება.

ამრიგად, მომდევნო ეტაპზე ადგილი შემდეგმა გუნდებმა დაიბევეს:

აშშ, არგენტინა, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, მალი, უკრაინა, ნიგერია, ურუგვაი, ახალი ზელანდია, იტალია, იაპონია, სენეგალი, კოლუმბია, პოლონეთი.

ჯგუფური ეტაპი დღეს, 31 მაისს დასრულდება და პლეიოფში გასული დარჩენილი ორი გუნდიც გაირკვევა. შანსი დარჩენილი აქვთ პორტუგალიას, სამხრეთ აფრიკას, პანამას, საუდის არაბეთს, ნორვეგიასა და ეკვადორს.