ჯორჯ სოროსი – დონალდ ტრამპი დროებითი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

20:19, 13.08.2020

მილიარდერი ჯორჯ სოროსი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი „დროებითი მოვლენაა“, რომელიც ნოემბერში დასრულდება. როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, ამის შესახებ ჯორჯ სოროსმა იტალიურ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ-შიც კი, ისეთი თაღლითი, როგორიც ტრამპია, შეიძლება, აირჩიონ პრეზიდენტად და ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას. თუმცა, აშშ-ს აქვს კონტროლის, ბალანსის, დადგენილი წესების შესანიშნავი ტრადიცია და რაც მთავარია, კონსტიტუცია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი აღმოჩნდება დროებითი მოვლენა, რომელიც, იმედია, ნოემბერში დასრულდება“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

ამასთან, დემოკრატიული პარტიის მილიარდერმა მხარდამჭერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან საშიში რჩება“, რადგან „ის იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის და გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელისუფლებაში დარჩეს“.

მსგავსი