ჯორჯ სენტ პიერი ხაბიბთან შესაძლო ბრძოლაზე - აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს ხაბიბთან ჩემი გამარჯვების შეეშინდა [ვიდეო]

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ჯორჯ სენტ პიერმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. კანადელმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ცნობილია, ნურმაგომედოვს დიდი სურვილი აქვს სენტ პიერთან ბრძოლის გამართვის. ანალოგიური სურვილი გააჩნია კანადელსაც, თუმცა აქამდე მათი დაპირისპირების ორგანიზება UFC-იმ ვერ შეძლო.

„მე ვიცი, რომ ხაბიბს ძალიან უნდოდა ჩემთან ბრძოლა. მეც მქონდა ამის დიდი სურვუილი, თუმცა საქმე იმაშია, რომ თუ UFC-ის მხრიდან შევხედავთ ამ საკითხს მე მათი გადაწყვეტილების მესმის. მათ არ სურთ გარისკონ, რადგან იმ შემთხვევაში თუ მე დავამარცხებ ხაბიბს ტიტული შემდგომ ვაკანტური გახდება და ეს ორგანიზაციას რა თქმა უნდა არ აწყობს. თუმცა მე ამას არ ვუყურებდი, როგორც სატიტულო ორთაბრძოლას, ჩემთვის ეს უფრო ფანებისთვის გამართული ბრძოლა იქნებოდა. მათ ხაბიბზე სხვა გეგმები აქვთ და მე ეს მესმის.