ჯორჯ სენტ პიერი ხაბიბთან სავარაუდო ბრძოლის შესახებ საუბრობს [ვიდეო]

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს საუბრები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონის ჩემპიონის, დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარულ მებრძოლ ჯორჯ სენტ პიერს შორის ბრძოლაზე.

როგორც ცნობილია, ორივე სპორტსმენს ერთმანეთთან ბრძოლის ჩატარების სურვილი გააჩნია, თუმცა აქამდე დაპირისპირების ორგანიზება თავად UFC-ის სურვილის გამო ვერ მოხერხდა.

მოგეხსენებათ, რომ სენტ პიერი აქტიური სპორტიდან წასულია და ეს საქმეს ერთი ორად ართულებს. სწორედ ამ სირთულეებსა და ხაბიბთან პოტენციური ბრძოლის შესახებ საუბრობს „ჯი ეს პი“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

„მე აქტიური სპორტსმენი აღარ ვარ და ვერ შევხვდები მებრძოლს, რომელთან გამარჯვებაც არაფერს მომცემს. სწორედ ამიტომ, მსურს ხაბიბს შევხვდე. ამ შემთხვევაში რისკი დიდია, ან ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწევ, ან პირიქით – დიდ იმედგაცრუებასთან მომიწევს გამკლავება. ოდესმე თუ დავბრუნდები, მხოლოდ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა სენტ პიერმა.