ჯორჯ სენ პიერის თანაგუნდელი მირსად ბეტკიჩი ამტკიცებს, რომ ლეგენდარული კანადელი ოქტაგონზე კვლავ გამოჩნდება
ჯორჯ სენ პიერის თანაგუნდელი მირსად ბეტკიჩი ამტკიცებს, რომ ლეგენდარული კანადელი ოქტაგონზე კვლავ გამოჩნდება

„ტრისტარის“ გუნდის წევრ მირსად ბეკტიჩს სჯერა, რომ მისი თანაგუნდელი ჯორჯ სენ პიერი კვლავ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი კანადელი მებრძოლი ბოლოს ოქტაგონზე 2017 წელს გამოჩნდა და საშუალო წონითი დივიზიონის (midleweight) ჩემპიონის ქამარი მაიკლ ბისპინგის დამარცხებით მოიპოვა. მას შემდეგ არ წყდება საუბრები სენ პიერის შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით. უამრავ ადამიანს სურს, იხილოს ბრძოლა ჯორჯსა და მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის.

ბრძოლაზე თანხმობას ორივე მათგანი გამოთქვამს, თუმცა აქამდე აბსოლუტურმა ჩემპიონატმა (UFC) სანატრელი დაპირისპირების ორგანიზება ვერ მოახდინა.

„მე ვთვლი, რომ ჯორჯი ოქტაგონს აუცილებლად დაუბრუნდება, იმ შემთხვევაში თუ იქნება შემოთავაზებული სწორი ანაზღაურება. ის ბრწყინვალე ფორმაშია და ახლაც საუკეთესოა. ხაბიბი, კონორი, ხორხე მასვიდალი… სენ პიერი ამ მებრძოლებს აუცილებლად დაამარცხებს. მე სიამოვნებით ვიხილავდი ჯორჯს კვლავ საქმეში. ის უბრალოდ ბევრად მაღალი დონის მებრძოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ხაბიბის დამარცხებას მოახერხებს” – აცხადებს ჯორჯის თანაგუნდელი მირსად ბეკტიჩი.