ჯორჯ პოლმა კანელო ალვარესი ბრძოლაში გამოიწვია #1TVSPORT
ჯორჯ პოლმა კანელო ალვარესი ბრძოლაში გამოიწვია #1TVSPORT

ბლოგერმა და არაპროფესიონალმა მოკრივემ ჯეიკ პოლმა ბრძოლაში გამოიწვია მეორე საშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, მექსიკელი საულ ალვარესი.

„ჩემი უბრალო სურვილია – დავრჩე კრივის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელ მოკრივედ. ეს ბრძოლიდან ბრძოლამდე უნდა დავამტკიცო და ამისთვის უფრო სერიოზული მოწინააღმდეგეები მჭირდება.

სამი წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, თუ სად ვიქნებოდი დღეს, არ დავიჯერებდი. ასე რომ, არ მინდა ფიქრი შესაძლებლობებზე და არ მსურს თავი შევიზღუდო. ყოველთვის ღია ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რეალურია.

მიმაჩნია, რომ შემიძლია ვიბრძოლო კანელო ალვარესთან WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ტიტულისთვის. მე კრივს უფრო სერიოზულად ვუდგები, ვიდრე პროფესიონალი მოკრივეების 99.9 პროცენტი.

რატომ არ უნდა ვეჩხუბო ალვარესს? ბევრს ეშინია მისი. მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები“, – განაცხადა TMZ Sports-სთან ინტერვიუში უმცროსმა პოლმა.

28 აგვისტოს, ჯეიკ პოლს კრივის წესებით ბრძოლა აქვს დანიშნული UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან ტაირონ ვუდლისთან.

2021 წლის მაისში, კანელო ალვარესმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბრიტანელი ბილი ჯო სანდერსი და მეორე საშუალო წონაში ოთხი საჩემპიონო ქამარი გააერთიანა.