ჯორჯ კენტი - უკრაინასა და საქართველოში საარჩევნო კამპანიისას ხშირია დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებენ
ჯორჯ კენტი - უკრაინასა და საქართველოში საარჩევნო კამპანიისას ხშირია დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებენ

უკრაინასა და საქართველოში საარჩევნო კამპანიისას ხშირია დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯორჯ კენტი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც საქართველოში არჩევნებს თან ახლავს.

​„არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაშიც არსებობს, რადგან ჩვენ ბევრი სხვადასხვანაირი საარჩევნო სისტემა გვაქვს. ასევე, შემდგომ უკვე ურთიერთობა კანდიდატებს შორის. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც მოვისმინე, იყო გარკვეული პრობლემები იმ ენის გამოყენებაში, რაც კამპანიაში ხდებოდა. ბოლო სამი წელი უკრაინაში ვმსახურობდი და შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ტრენდი იყო. დემონიზების შემთხვევები ხშირად იყო, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას და ა.შ. აბრალებდნენ. ამ ორივე ქვეყანაში – საქართველოში და უკრაინაში განიცადეს რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე და მათი ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური კანდიდატები უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ ქვეყნის დადებით თვისებაზე და გაითავისონ ის, რომ რეალური მოწინააღმდეგე არის სხვა და არა ქართველი“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.