ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარიზში გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარიზში გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარიზში გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, სამართალდამცველებმა ცრემსლადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც ბარიკადებს, ნაგვის ურნებსა და ელექტროსკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს.

საფრანგეთის დედაქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაარღვია და საპროტესტო აქციაზე მივიდა.

ჯორჯ ფლოიდთან ერთად, პარიზში გამართული აქციის მონაწილეებმა ასევე გაიხსენეს ადამა ტრაორე. წარმოშობით მალელი საფრანგეთის მოქალაქე 24 წლის ადამა ტრაორე 2016 წელს პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. მისი საქმის გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის. ტრაორეს ოჯახი აცხადებს, რომ მისი უკანასკნელი სიტყვები ჯორჯ ფლოიდის მსგავსად, იყო „მე ვერ ვსუნთქავ“.

ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ფრაზა „მე ვერ ვსუნთქავ“ ასევე იყო 26 წლის დევიდ დანგეის სიტყვები, რომელიც სიდნეის ციხეში გარდაიცვალა, როდესაც მას ხუთი ბადრაგი აკავებდა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიდნეიში გამართულ დემონსტრაციაში სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.