ჯორჯ დესპოტოვიჩი - ვიამაყებთ, კვარაცხელიასთან ერთად რომ ვთამაშობდით
ჯორჯ დესპოტოვიჩი - ვიამაყებთ, კვარაცხელიასთან ერთად რომ ვთამაშობდით

„რუბინის“ სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯ დესპოტოვიჩმა ყაზანური კლუბის საკლუბო ტელევიზიასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა – როგორ შეუშალა ხელი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსში“ ტრანსფერს, ფეხბურთში პირველ ნაბიჯებზე, ლეონიდ სლუცკისთან ნაძლევსა და ყაზანური კლუბის მიზნებზე უახლოეს მომავალში.

ცხადია, ამ ინტერვიუში ჩვენთვის უფრო საინტერესო ის ფრაგმენტი აღმოჩნდა, რომელშიც 28 წლის გამოცდილი სერბი თავდამსხმელი თანაგუნდელ ქართველზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, კონტრაქტის გაფორმებიდან პირველი ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიკითხე, ეს ბიჭი ვინ იყო. გუნდში ბევრი მაღალი ხარისხის ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს – არა მხოლოდ ხვიჩა, მაგრამ ხვიჩა ისეთი ფეხბურთელია, ყველას იმედი გვაქვს, რომ ის დიდ გუნდში მოხვდება და შემდეგ ვიტყვით, მასთან ერთად ვთამაშობდით და ვვარჯიშობდით“, – ამბობს დესპოტოვიჩი.