ჯორდან კლარკსონმა „იუტასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ჯორდან კლარკსონმა „იუტასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ჯორდან კლარკსონი მომავალ სეზონზე კვლავ „იუტასთვის“ გააგრძელებს ქულების დაგროვებას. ამის შესახებ ინფორმაციას ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით კლარკსონი ახალი ხელშეკრულების მიხედვით „ჯაზში“ კიდევ 4 სეზონი ითამაშებს და ამ დროის მანძილზე 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

კლარკსონი „იუტას“ გასული სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. რეგულარულში ჩატარებულ 42 მატჩში ჯორდანი საშუალოდ 15.6 ქულას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 36.6 პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.