ჯორდან ჰენდერსონი - კლოპმა „ლივერპულს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა
ჯორდან ჰენდერსონი - კლოპმა „ლივერპულს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა კლუბის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელმა სპეციალისტმა გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა.

„მიმდინარე სეზონში მთავარი როლი სწორედ ჩვენმა მენტალიტეტმა ითამაშა, – ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს Goal. – ეს ხასიათი კი მწვრთნელმა ჩამოაყალიბა.

კლოპი გვეუბნებოდა – „ბოლომდე უნდა იბრძოლო და თამაში ბოლომდე მიიყვანო, მიუხედავად იმისა, როგორ მიმდინარეობს მატჩი ან რა ანგარიშია. არასდროს იცი, თამაში როგორ შემოტრიალდება, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უნდა შეინარჩუნო ხასიათი, გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ბოლომდე ითამაშო“, – იხსენებს კლოპის შეგონებას ჯორდან ჰენდერსონი.