ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება - 35 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს „ბრენტფორდთან“ გააფორმებს #1TVSPORT
ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება - 35 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს „ბრენტფორდთან“ გააფორმებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ბრენტფორდთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, – ინფორმაციას TheAthleticFC-ის ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.

ჰენდერსონი ბოლოს ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავდა, მას კლუბთან კონტრაქტი გასული სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა და თავისუფალი აგენტი იყო.

ინგლისელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

ჯორდან ჰენდერსონი „ლივერპულთან“ ერთად 2019 წელს – უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 2020 წელს ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.