ჯორდან ჰენდერსონი და დენი ველბეკი „ჩელსიში“ ითამაშებენ #1TVSPOT

19:20, 29.07.2026

ლონდონის „ჩელსიმ“ ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელების, დენი ველბეკისა და ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერები შეათანხმა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, 36 წლის ჰენდერსონი „ჩელსისთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ის გუნდში 2028 წლის ივნისის ჩათვლით დარჩება. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი „ჩელსიში“ „ბრენტფორდიდან“ გადადის.

რაც შეეხება 35 წლის ველბეკს, კლუბი მასთანაც ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლოს ინგლისელი „ბრაიტონის“ ღირსებას იცავდა.

ინგლისური მედიის ცნობით, ველბეკისა და ჰენდერსონის ტრანსფერებით „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს სურს, გასახდელში სიტუაცია დაალაგოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გამოცდილი მოთამაშეები ჰყავდეს.

მსგავსი