ჯონდი ბაღათურიამ ბოლნისში გაერო-ს მიგრანტთა პაქტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
ჯონდი ბაღათურიამ ბოლნისში გაერო-ს მიგრანტთა პაქტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ ბოლნისში საპროტესტო აქცია გამართა. ბაღათურიამ გაერო-ს მიგრანტთა პაქტი გააპროტესტა.

მისი განმარტებით, საქართველომ ვალდებულება აიღო აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავი რაოდენობით, შეუფერხებლად გადმოსახლების.

პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ასევე, მოხდება საქართველოში ეთნიკური და კულტურული გარემოს ძალადობრივი ცვლილება.
ჯონდი ბაღათურიამ მოუწოდა მოსახლეობას, 16 მარტს შეუერთდნენ დედაქალაქში, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.